26.4.11

ინტერნეტ–საიტები

itv  შეიძლება ითქვას, ყველაზე წარმატებული ქართული ინტერნეტ ტელევიზიაა. ის2009 წლის 31 მარტიდან ფუნქციონირებს. itv.ge „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის”ნაწილია, რომლის შემადგენლობაში შედის http://www.presa.ge/ და http://www.bp.ge/. ტელევიზიის ინტერნეტ გვერდი საკმაოდ მრავალფეროვანია,ფონიც საკმაოდ ლამაზია,გვერდი დაყოფილია სხვადასხვა რუბრიკებად,მაგ. პოლიტოკა,სპორტი,კულტურა და ა.შ.შეგვიძლია გავეცნოთ ახალი ამბების როგორც მოკლე,ისევე ვრცელ მიმოხილვასაც,გვერდზ განთავსებულია სარეკლამო ბანერები,შეგვიძლია გავეცნოთ ასევე ვალუტის კურსს და კალენდარს. ვფიქრობ, itv საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო ინტერნეტ ტელევიზიაა,და რაც მთავარია სკმაოდ პოპულარულია...

tetrebi.org პირველი ქართული ინტერნეტ ტელევიზიაა, რომელიც პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის. ის სულ ახლახან, 12 ოქტომბერს შეიქმნა თემურ შაშიაშვილის პარტიის "თეთრი მოძრაობის" მიერ. როგორც საიტზეა აღნიშნული, ტელევიზიის შექმნის მიზეზი ქვეყანაში არსებულმა სიტყვის თავისუფლების არქონა გახდა...ტელევიზია ასევე დაყოფილია სხვადასხვა რუბრიკებად, გაფორმებულია ძირითადად თეთრი ფონით,მთავარ გვერდზე ვკითხულობთ ინფორმაციას თვითონ ტელევიზიის შესახებ,შეგვიძლია გავეცნოთ მის არქივსაც,შეგვიძლია დავტოვოთ საკუთარი კომენტარებიც.


kolkha.org კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით შეიქმნა და ეთერში 2007 წლის ბოლოს გავიდა. ტელევიზია ლაზური დიალექტის გადარჩენის მიზნით, ლაზურ ენაზე ლაზებისთვის მაუწყებლობდა. ამ დროისთვის საიტზე განახლებები არ არის, როგორც ჩანს, ტელევიზია აქტიურად 2007-2008 წელს მუშაობდა. გარდა სიუჟეტებისა, საიტზე ლაზურ დიალექტზე თარგმნილი ფილმები და მუსიკაა განთავსებული... ტელევიზია არარის განახლებადი,ის კოლხურ ენაზეა,მაგრამ როგორც გავიგე,შეგვიძლია ვუყუროთ სხვადასხვა ფილმებს, მოვუსმინოთ მუსიკას,არის სხვადასხვა სურათებიც.ტელევიზიასთან შეგვიძლია კონტაქტიც...

No comments:

Post a Comment