ტელეკომპანია ,,რიონი" ვიზუალურად საკმაოდ დახვეწას საჭიროებს, მთავარი გვერდი დაყოფილია სხვადასხვა კატეგორიებად, მას აქვს პირდაპირი ეთერი, მიუხედავად ამისა მთავარი გვერდი არაა მრავალფეროვანი და საინტერესო, ვიზუალური მასალა მოძველებულია.
ტელეკომპანია ,,თრიალეთი" ვიზუალურად საკმაოდ დახვეწილია, მთავარი გვერდი საინტერესოა, აქვს პირდაპირი ეთერი და ვიდეო არქივი, ასევე აქვს საკუთარი რადიო, მთავარ გვერდზე გამოტანილია ახალი ამბები, აქვს ამინდის პროგნოზი და კალენდარი, გვერდი დაყოფილია კატეგორიებად,რაც საშუალებას აძლევს ინტერნეტ მომხმარებელს აირჩიოს მისთვის სასურველი თემა.
ტელეკომპანია,, იმერვიზია"ჭიათურის სამაუწყებლო ტელეკომპანიაა,მთავარი გვერდი საკმაოდ საინტერესოა: შეიცავს განცხადებებს, რეკლამებს, აქვს მრავალფეროვანი კატეგორიები, აქვს ფოტო და ვიდეო გალერეა და არქივი, მთლიანობაში საკმაოდ საინტერესოა.
6.5.11
უცხოური რეიტინგული ტელე–არხები
CNN_ერთ–ერთი პოპულარული ამერიკული,მსოფლიოს უმსხვილესი საინფორმაციო კომპანიაა,ახალი ამბების 24 საათიანი მაუწყებლობით.იგი 1980 წელს დააარსა ტედ ტერნერმა.. (შტაბ-ბინა ქ. ატლანტაში, ევროპული სათაო ოფისი ქ. ლონდონში). საინფორმაციო კომპანია მოიცავს 14 სხვადასხვა საკაბელო და თანამგზავრულ არხს, 2 რადიოსადგურს, 6 ინტერნეტ–საიტს და 40–მდე საზღვარგარეთულ ბიუროს. ახალ ამბებს სი–ენ–ენი–ი გადასცემს 38 კოსმოსური თანამგზავრის სიგნალების საშუალებით, რომელთა ხილვაც შესაძლებელია 1,5 მილიარდი მაყურებლისთვის მსოფლიოს 212 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. სი–ენ–ენ–მა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც 1991 წელს პირდაპირ რეპორტაჟებს გადასცემდა სპარსეთის ყურეში მიმდინარე საომარი ოპერაციებს.
ბი–ბი–სი_ბრიტანეთის სამაუცყებლო კორპორაციაა.დაარსდა 1922 წელს.კორპორაცია ქმნის პროგრამებს,ამზადებს საინფორმაციო გამოშვებებს და გადასცემს ტელევიზიის,რადიოსა და ინტერნეტის საშუალებით.ტელევიზიის "დევიზია" :"ინფორმაციის მიწოდება,განათლება და გართობა". ასევე აღსანიშნავია ტელე–კომპანია ალ–ჯაზირა
და ბოლოს რაც ამ ტელევიზიენის ინტერნეტ საიტებს აქვთ საერთო,რაც ჩემთვის აღმოჩნდა მნიშვნელოვანი:საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანი ინფორმაცია,ახალი ამბები ყოველ საათში ერთხელ,უამრავი ვიდეო,რეკლამა და განცხადება,ამინდის პროგნოზი მსოფლიო მაშტაბით,მდიდარი რუბრიკები არამარტო პოლიტიკური,არამედ ყოველგვარი საინტერესო მასალის შემცველი. რაც ამ ტელევიზიებს პრივილეგიას ანიჭებს არის ის,რომ ყველა სოციალური ფენისთვისაა საინტერესო.
ვან გოგი
ვინსენტ უილიამ ვან გოგი 1853 წლის 30 მარტს სმხრეთ ნიდერლანდებში სოფელ გროტზიუნდერტში დაიბადა.გენიალურმა მხატვარმა თავისი ნამუშევრების უმეტესობა სიცოცხლის ბოლო ცლებში შექმნა.ხატვა მას რელიგიურმა განცდებმა გადააწყვეტინა,რაც შემდეგ მისი მოწოდება და ცხოვრების ნაწილი გახდა.მან 1880 წელს ძმის რჩევით ბრიტანეტის სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა,სადაც მან ისცავლა უმტავრესი დევიზი "ნამდვილი მხატვარი უბრალო რამესაც დიდი მონდომებით უნდა ხატავდეს".ვან გოგის ნახატები პოსტიმპრესიონიზმს მიეკუთვნება რომლის დამაარსებელიც თვითონ იყო.სიცოცხლის ბოლო წლებში ის ფსიქიკურად დაავადდა და შეშლილი მხატვარი იქამდე მივიდა,მან ყური მოიჭრა.1890 წლის 21 ივლისს იგი ქალაქგარეთ გავიდა,სადაც თავის მოკვლა სცადა,იგი მძიმედ დაჭრილი გადაიყვანეს საფრანგეთში,ოვერ–სიურ–უაზის საავადმყოფოში,სადაც ერთი კვირის შემდეგ,29 ივლისს გარდაიცვალა.იგი დიდი გულმოდგინებით ხატავდა არამარტო ადამიანებს:გლეხებს,მუშებს,ქალებს,ბავშვებს;ბუნებას,არამედ უსულო საგნებსაც.
"მწუხარე მოხუცი"
"ღამის კაფე"
"მზესუმზირები"
"კარტოფილის მჭამელები"
"სიესტა"
5.5.11
Subscribe to:
Posts (Atom)





















