ტელეკომპანია ,,რიონი" ვიზუალურად საკმაოდ დახვეწას საჭიროებს, მთავარი გვერდი დაყოფილია სხვადასხვა კატეგორიებად, მას აქვს პირდაპირი ეთერი, მიუხედავად ამისა მთავარი გვერდი არაა მრავალფეროვანი და საინტერესო, ვიზუალური მასალა მოძველებულია.
ტელეკომპანია ,,თრიალეთი" ვიზუალურად საკმაოდ დახვეწილია, მთავარი გვერდი საინტერესოა, აქვს პირდაპირი ეთერი და ვიდეო არქივი, ასევე აქვს საკუთარი რადიო, მთავარ გვერდზე გამოტანილია ახალი ამბები, აქვს ამინდის პროგნოზი და კალენდარი, გვერდი დაყოფილია კატეგორიებად,რაც საშუალებას აძლევს ინტერნეტ მომხმარებელს აირჩიოს მისთვის სასურველი თემა.
ტელეკომპანია,, იმერვიზია"ჭიათურის სამაუწყებლო ტელეკომპანიაა,მთავარი გვერდი საკმაოდ საინტერესოა: შეიცავს განცხადებებს, რეკლამებს, აქვს მრავალფეროვანი კატეგორიები, აქვს ფოტო და ვიდეო გალერეა და არქივი, მთლიანობაში საკმაოდ საინტერესოა.



No comments:
Post a Comment